ფავლენიშვილი: ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრს ამბროლაურში მანქანა დაუზიანეს

ფავლენიშვილი: ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრს ამბროლაურში მანქანა დაუზიანეს

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, ბესო ქართველიშვილს მანქანა დაუზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ირაკლი ფავლენიშვილი ავრცელებს.

ოპოზიციონერები მომხდარს ქართულ ოცნებას უკავშირებენ. ფავლენიშვილის განცხადებით, მმართველი პარტია არ არის დაინტერესებული მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემოს შექმნით და ასეთ ვანდალურ ფაქტებს ახალისებს.

"ამბროლაურში ჩვენი პარტიის, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრს, ბესო ქართველიშვილს ვანდალური თავდასხმის მოგერიება მოუწია. მას მანქანა დახვდა დაზიანებულ მდგომარეობაში. საბურავები იყო დაშვებული. ეს მანქანა, ფაქტობრივად, გამოყვანილი იყო მწყობრიდან და რატომ - იმიტომ, რომ ეს ადამიანი ამ მანქანის მეშვეობით გადაადგილდება ჩვენი პარტიის სხვა წევრებთან ერთად და ყოველდღიურად ხვდება რაჭის სოფლებსა და ქალაქებში ადგილობრივ მოსახლეობას და აცნობს ნაციონალური მოძრაობის გეგმებს. ეს არის ივანიშვილისა და მისი ბანდის სახე ყველგან. ისინი არ არიან დაინტერესებულნი მშვიდობიანი, სამართლიანი, თანასწორი საარჩევნო გარემოთი, ამიტომ, ასეთ ვანდალურ ფაქტებს ახალისებენ", - აცხადებს ფავლენიშვილი.