ODKB-ს ქვეყნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მონაწილეობდა ომის მომზადებაში, ახალისებდა, სჯეროდა და სურდა აზერბაიჯანის გამარჯვება. და ამის შემდეგ მე წავალ ბელარუსის ლიდერთან ერთად ODKB-ს ფორმატში რამის განსახილველად? ვაცხადებ, რომ არასდროს აღარ გავემგზავრები ბელარუსში, სანამ ბელარუსში პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოა. და საერთოდ ვაცხადებ, რომ სომხეთის არც ერთი ოფიციალური წარმომადგენელი არ გაემგზავრება ბელარუსში. საერთოდ.
თქვა სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტის სესიაზე. ამ განცხადებიდან ცოტა ხანში ინფორმაცია გავრცელდა, რომ სომხეთმა მინსკიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია.
სომხეთის უკმაყოფილება ყარაბაღის ომთან დაკავშირებით ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებამ გამოიწვია.