სალომე ზურაბიშვილისთვის დღეს დასმული შეკითხვებიდან ერთ-ერთი ოთარ ფარცხალაძეს შეეხებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტმა ქართულ ოცნებას პასუხები არ გასცა, ვერც ოპოზიციამ მიიღო განმარტება, რა პრინციპით მოქმედებდა ჯაშუშობაში მხილებული ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ. ზურაბიშვილმა ფარცხალაძესთან დაკავშირებით 3-ჯერ შეიცვალა პოზიცია და მხოლოდ იმპიჩმენტის კენჭისყრამდე 1 დღით ადრე მოუხსნა მოქალაქეობა.