ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირისპირ შეხვედრა დასრულდა. მანამდე გაიმართა მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში.
როგორც რუსული სახელმწიფო მედიები წერენ, კიმ ჩენ ინის საპატივცემულოდ ვახშამი გაიმართება. TASS-ის ინფორმაციით, პუტინი და კიმი რაიმე დოკუმენტის, მათ შორის ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერას არ გეგმავენ.
კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პოზიცია გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციებთან დაკავშირებით არ აფერხებს მოსკოვსა და ფხენიანს შორის ურთიერთობების განვითარებას.
რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის შეხვედრა შორეულ აღმოსავლეთში, ამურის ოლქში განთავსებულ კოსმოდრომ "ვოსტოჩნიიზე" გაიმართა. დღის წესრიგში იყო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ასევე რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში არსებული ვითარება.