რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მუნიციპალიტეტის მეთაურებთან 16 იანვარს გამართული შეხვედრის დროს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს "დაპყრობილი" უწოდა.
რუსული პროპაგანდა და თავად ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ტერიტორიებს მუდმივად "გათავისუფლებულს" უწოდებდნენ.
შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესი არის მცდელობა, რუსეთს ათქმევინონ უარი "იმ დაპყრობაზე", რასაც ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში მიაღწია.
"რაც შეეხება ამ მოლაპარაკებების პროცესს - ეს მცდელობაა, უარი გვათქმევინონ იმ დაპყრობებზე, რომელთა რეალიზაციაც ჩვენ ბოლო წელიწად ნახევარში შევძელით. ეს შეუძლებელია. ყველას ესმის, რომ ეს შეუძლებელია: და მათ, ამ მმართველ წრეებს უკრაინაში ესმით, დასავლურ ელიტებსაც ესმით ეს. ყველას ესმის, უბრალოდ ეს ეგრეთ წოდებული მსოფლიოს ფორმულები, რომელზეც საუბრობენ უკრაინასა და დასავლეთში - ეს არის რუსეთთან მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის დეკრეტის რეალიზაციის გაგრძელება. აი რა არის ეს. ეს ამკრძალავი მოთხოვნებია მოლაპარაკებების პროცესისთვის", - თქვა პუტინმა შეხვედრის დროს.