რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია, Skolkovo [Сколково], თბილისში 6-7 მარტს, "დამოუკიდებელი საერთაშორისო კონფერენციის" - OpenTalks.AI-ის ჩატარებას გეგმავს.
"2024 წელს კომპანიებისა და უნივერსიტეტების წამყვანი ML/DL კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან, ამჯერად საქართველოში. 2 დღე და 4 მიმართულება - ბიზნესი, განვითარება, მეცნიერება და ტუტორიალები. წლევანდელი განხილვის საკითხია: ხელოვნური ინტელექტი", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობილია, რომ Skolkovo-ს გარდა, ღონისძიების პარტნიორებს შორის შედის რუსული სანქცირებული ბანკი VTB, რუსული ოპერატორი MTS, აშშ-ის მიერ სანქცირებული ბანკი SberBank და კომპანია MegaFon, ასევე კანადის მიერ სანქცირებული მობილური ოპერატორი - Rostelecom.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაცია Skolkovo გასცემს გრანტებს და აფინანსებს პროექტებს ოკუპირებულ აფხაზეთში, სოჭში. ამავე ადგილას გაიმართება მსოფლიოს ახალგაზრდული ფესტივალი, რომელსაც 40 პრორუსი ქართველი დელეგატი დაესწრება.