ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორი ავრილ ჰეინსი ამბობს, რომ რუსეთი მიმდინარე წელს მასშტაბურ ოპერაციებს ვერ გამართავს და უკრაინის უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის შენარჩუნებას შეეცდება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ჰეინსი აღნიშნავს, რომ წელს მნიშვნელოვანი შეტევითი ოპერაციები რესურსის ნაკლებობის გამო არ არის მოსალოდნელი - საუბარია როგორც ადამიანურ, ისე შეიარაღების კუთხით რესურსზე.
"ფაქტობრივად თუ რუსეთი არ დაიწყებს სავალდებულო მობილიზაციას და მესამე ქვეყნიდან შეიარაღების მიღების რაოდენობას არ გაზრდის, თუ არ ჩავთვლით ირანიდან მიღებულ შეიარაღებას, მას უფრო და უფრო მეტად გაუჭირდება შეტევითი ოპერაციების ჩატარება, მცირე დოზითაც კი.
ამასთან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი წელს მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში სამხედრო მოქმედებების შეჩერებასთან დაკავშირებით. თუ რა თქმა უნდა პოლიტიკური ფაქტორები არ შეცვლის პუტინის გადაწყვეტილებას", - თქვა აშშ-ის დაზვერვის დირექტორმა.