რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, "რუსეთს არ შეუძლია საომარი მოქმედებების შეჩერება, რადგან კონტრშეტევა მიმდინარეობს".
"როგორ შეგვიძლია საომარი მოქმედებების შეჩერება, როცა კონტრშეტევა მიმდინარეობს? რაც შეეხება მოლაპარაკების პროცესს, თუ შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებისთვის, მაშინ გააუქმოს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც [რუსეთთან] მოლაპარაკებებს კრძალავს", - რუსეთის პრეზიდენტი.
10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა. მან განაცხადა, რომ ქვეყანაში თავდაცვითი და კონტრშეტევითი მოქმედებები მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაცია უკრაინაში მიმდინარე ომს დღემდე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.