პუტინი: ყველა პრობლემა დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას, თუმცა უკრაინა ამაზე უარს ამბობს

ყველა პრობლემა დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ისინი [უკრაინელები] ჩვენთან დიალოგზე უარს ამბობენ. უკრაინის პრეზიდენტმა ბრძანებაც კი გამოსცა, რომელიც რუსეთთან ნებისმიერ მოლაპარაკებას კრძალავს. არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენ ამ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, მაგრამ თავს მას ვერავის მოვახვევთ.

განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.