პუტინი მაკრონზე: ზოგიერთებს ნაპოლეონის დროში დაბრუნება უნდათ, ავიწყდებათ როგორ დასრულდა ის

პუტინი მაკრონზე: ზოგიერთებს ნაპოლეონის დროში დაბრუნება უნდათ, ავიწყდებათ როგორ დასრულდა ის

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ "ზოგი ერთებს ნაპოლეონის დროში დაბრუნება სურთ" და მისივე მტკიცებით, "ავიწყდებათ თუ როგორ დასრულდა ის".

"ჯერ კიდევ არიან ისეთები, ვინც ვერ ჯდება მშვიდად, არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ნაპოლეონის დროში დაბრუნება და ავიწყდებათ, როგორ დასრულდა ეს", - ირწმუნება პუტინი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 5 მარტს განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხედ იქცა საფრანგეთისთვის და ევროპისთვის და მოუწოდა განიხილონ საფრანგეთის ბირთვული იარაღის გამოყენება მთელი ევროკავშირის დასაცავად და აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეცვალა თავისი პოზიცია უკრაინასა და ვაშინგტონის წამყვან როლზე NATO-ში.