ვლადიმირ პუტინი გერმანიაში ამერიკული Tomahawk რაკეტების განლაგების შემთხვევაში ახალი რაკეტების განლაგებით იმუქრება.
"თუ შეერთებული შტატები გერმანიაში მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემებს განათავსებს, ჩვენ საშუალო და ახლო მანძილის დარტყმითი საშუალებების განლაგებაზე აღებული ცალმხრივი მორატორიუმისგან თავისუფლად ჩავთვლით საკუთარ თავს, მათ შორის ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალების სანაპირო ჯარების შესაძლებლობების ამაღლებასთან დაკავშირებითაც", - განაცხადა პუტინმა პეტერბურგში, საზღვაო ძალების აღლუმზე გამოსვლისას.
პუტინის თქმით, თუ ამერიკული Tomahawk რაკეტები განთავსდება გერმანიაში, მათი განადგურების ზონაში მოექცევა რუსეთის მნიშვნელოვანი სამთავრობო და სამხედრო ობიექტები, ადმინისტრაციული და სამრეწველო ცენტრები და თავდაცვის ინფრასტრუქტურა.
რუსეთის პრეზიდენტმა სიტუაცია ცივი ომის მოვლენებს შეადარა და აშშ-სა და მის მოკავშირეებს სარკისებურ ზომებს დაჰპირდა.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა თითქმის დაასრულა საშუალო და მოკლე დიაპაზონის რიგი სისტემების შემუშავება და მოსკოვი მათი განთავსებისას სარკისებურად იმოქმედებს შეერთებული შტატების და მისი თანამგზავრების ქმედებების გათვალისწინებით ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში.