რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო არხ Россия 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთი მეორე მსოფლიო ომში ღერძის სახელმწიფოების (გერმანია-იტალია-იაპონია) მსგავსად ახალ სამხედრო ბლოკის შექმნას იწყებს.
მისი თქმით გასულ წელს NATO-მ შეათანხმა ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც, მისი თქმით, აზიასა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში: ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, სამხრეთ კორეაში, ურთიერთობების განვითარებას ისახავს მიზნად.
გარდა ამისა პუტინმა აღნიშნა, რომ წელს ბრიტანეთმა და იაპონიამ უკვე მოაწერეს ხელი შეთანხმებას ღიაობაზე, რაც პუტინის აზრით სამხედრო სფეროში კონტაქტების დამყარებას ნიშნავს.
„და მათ განაცხადეს, რომ შექმნიან გლობალურ NATO-ს. ასე არაა? ამიტომაა, რომ დასავლელი ანალიტიკოსები თავად ამბობენ, რომ დასავლეთი აშენებს ახალ ღერძს, რომელიც 30-იანებში გერმანიის, იტალიის ფაშისტური რეჟიმებისა და მილიტარისტული იაპონიის მსგავსი იქნება" - განაცხადა პუტინმა.
იმავდროულად რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი არ ქმნის სამხედრო ალიანსს ჩინეთთან და "არცერთ ქვეყანას არ უქმნის საფრთხეს".
"დიახ, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის კუთხით. ჩვენ ამას არ ვმალავთ. ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი გამჭვირვალეა. არაფერია საიდუმლო" - თქვა პუტინმა.