რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს იმაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს, ვიდრე NATO-ს ქვეყნებს. სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ რუსეთი არ აპირებს მის შემცირებას.
"ჩვენ ასეთი იარაღი მეტი გვაქვს, ვიდრე NATO-ს ქვეყნებს. მათ ამის შესახებ იციან, და მუდამ გვიბიძგებენ, რომ შემცირებაზე მოლაპარაკებები დავიწყოთ - ჯანდაბა მათ [хрен им], როგორც ხალხში ამბობენ" , - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთს "თეორიულად“ შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალური საფრთხის შემთხვევაში.
გარდა ამისა, პუტინმა დასძინა, რომ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველი პარტია უკვე მიწოდებულია:
"ეს მხოლოდ პირველი ნაწილია. წლის ბოლომდე დავალებას სრულად შევასრულებთ".