პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან

პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან

საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების სიტყვის გარეშე. მოქალაქეებს კვლავ პროტესტით მოუწიათ იმის მიღწევა, რომ ამ არხზე ხალხის პოზიცია ისმოდეს.

აქციებით მოიპოვეს მოქალაქეებმა ღია ეთერი ცოტა ხნის წინაც, თუმცა საზ.მაუ-ს დაპირებული ეთერი მალევე დაიხურა. ახლაც ითხოვენ, რომ არხმა მიუკერძოებლად გააშუქოს მიმდინარე პროტესტი, ილაპარაკოს უკანონოდ დაპატიმრებულებზე, მათ შორის, მზია ამაღლობელზე.

სწორედ, პროტესტის შედეგად შეუშვეს დღეს პირველი არხის ახალ შენობაში, ბორდის სხდომაზე რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, არხის თანამშრომლები, რომლებმაც პირდაპირ დაადანაშაულეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენაში. ამ ბრალდებების, როგორც ჩანს, მაუწყებელში ეშინიათ, რადგან თავდაპირველად შენობაში შესვლაზე კრიტიკულად განწყობილ საკუთარ თანამშრომლებსაც კი უარი უთხრეს.