კიდევ ერთი პრობლემური რეაბილიტაცია, ამჯერად ქუთაისში. თეთრი ხიდი დაზიანდა, შუშის ფრაგმენტი დაზიანებულია და შემოღობილი. მოქალაქეებისთვის აქ გადაადგილება სახიფათოა და უწევთ შემოვლითი გზებით სიარული. ოპოზიცია გამოძიებას მოითხოვს. რეაბილიტაციისთვის 2018 წელს ბიუჯეტიდან თითქმის ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯა. საფრთხეებია ცენტრალურ ბულვარშიც. ქუთაისის მერია კომენტარს თავს არიდებს.