საქართველოს პრეზიდენტმა 13 მსჯავრდადებული შეიწყალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 6 მსჯავრდადებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდადებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდადებულს.
მათივე ცნობით, შეწყალების აქტი შეეხო ასევე 2 მსჯავრდადებულს, რომელთა სასჯელები თავისუფლების აღკვეთასთან არ არის დაკავშირებული.