საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართა, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ.
"საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებს.
მშვიდობიანი პროტესტის ფონზე მათ გამოიყენეს წიწაკის სპრეიც. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით რობოკოპები.