გაიაშვილის მიერ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულ პრეზიდენტს გამბედაობისკენ მოუწოდებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, შეტევა ზურაბიშვილზე მაშინ მძაფრდება, როცა ის პროდასავლურ განცხადებებს აკეთებს. კობახიძემ პრეზიდენტს ბნელიც კი უწოდა, ლავროვის სანქცირებული ოჯახის ჩამოსვლის კრიტიკის გამო. ამ ფონზე 31 მაისს ზურაბიშვილს ევროპარლამენტარები ბრიუსელში ელოდებიან. ვიზიტისთვის, რომელზეც თანხმობა მთავრობისგან პრეზიდენტს არ აქვს, ბორტიც კი საძებარია.