პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცესკოს მოუწოდებს სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნისკენ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცესკოს მოუწოდებს სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნისკენ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნისკენ.

როგორც ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა ამბობს, რომ დღეს ცესკოს სხდომაზე სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის საკითხს განიხილავდნენ, თუმცა კომისიას საკითხი არ დააკმაყოფილა.

სულავა ამბობს, რომ ცესკომ ხელი უნდა შეუწყოს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება.

"ცესკომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება საზღვარგარეთ დამატებით 7 ახალი უბნის გახსნასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ცესკოს დღევანდელი გადაწყვეტილება არანაირად არ პასუხობს ათასობით ემიგრანტის მოთხოვნას გახსნილიყო საარჩევნო უბნები ევროპისა და აშშ-ის დიდ ქალაქებში. ცესკოს დღევანდელ სხდომაზე, ასევე განიხილეს საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი, თუმცა ეს საკითხი ცესკომ არ დააკმაყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ათასობით ემიგრანტის მოთხოვნას, რომელიც გაიგზავნა ცესკოში და საგარეო საქმეთა სამინისტროში უარი ეთქვა - საგარეო უწყება უარის მიზეზად ასახელებდა იმ გარემოებას, რომ საზღვარგარეთ უბნის გახსნა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, უარის კიდევ ერთი მიზეზი იყო უსაფრთხოების საკითხი...

იქიდან გამომდინარე, რომ სტრასბურგში ცხოვრობს საქართველოს ათასობით მოქალაქე და საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება საქართველოს მინიმუმ 400 მოქალაქე და რაც ყველაზე მთავარია სტრასბურგში არსებობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, მოვუწოდებთ ცესკოს სტრასბურგში საარჩევნო უბანი გახსნან", - თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

***

ცესკოს დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის დამატებით 7 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ჯამში უცხოეთში 67 საარჩევნო უბანი იქნება.