პრეზიდენტი: სირცხვილია, არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში

პრეზიდენტი: სირცხვილია, არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეს არალეგიტიმურ პრემიერად იხსენიებს და აღნიშნავს, რომ ის ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვითომც და თანამშრომლებთან შესახვედრად.

"სირცხვილია, როცა ქვეყნის არა ლეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვითომც და თანამშრომლებთან შეხვედრისთვის!!!!

სირცხვილი იქნება, თუ ამას არ მოჰყვება კიდევ მეტი პროტესტი იმათგან, ვისაც ევალება ქვეყნის საგარეო კურსის წარმოდგენა და დაცვა, როგორც ასახულია კონსტიტუციაში!!!", - წერს ზურაბიშვილი.