პრეზიდენტი: მოვიდეს ივანიშვილი სასახლეში, მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები

პრეზიდენტი: მოვიდეს ივანიშვილი სასახლეში, მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ მზადაა, მასთან ერთად ახალი არჩევნების თარიღი დანიშნოს.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნების დანიშვნის რიცხვი 29 დეკემბრამდე უნდა იყოს შეთანხმებული. პრეზიდენტის თქმით, მიმართვას ამასთან დაკავშირებით სასახლიდან ხვალ გაავრცელებს.

"მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს. მე მზად ვარ, რომ დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, ოღონდ არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე... მე ველოდები პასუხს, ეს ყველაფერი ნათელი რომ იყოს, სასახლიდან ჩავწერ სრულ სიტყვას, რადგან აქ არამხოლოდ სცენა და დაგვიპატიმრეს, როგორც ჩანს ხმაც დაგვიპატიმრეს. არა უშავს, შევხვდებით და გელოდებით"- განაცხადა პრეზიდენტმა.