ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა თბილისში არასასურველი რეისი შეასრულა.
არა რუსეთთან ფრენებს!
წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.
რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ეს მოსკოვიდან პირველი რეისია. პარალელურად აეროპორტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.