სალომე ზურაბიშვილი Le Monde-სთან ინტერვიუში ქართული ოცნების მიერ მის წინააღმდეგ წარმოებულ იმპიჩმენტის პროცესზე საუბრობს.
კითხვაზე, მას შემდეგ, რაც იმპიჩმენტის მცდელობა მარცხით დასრულდა, შეუძლია თუ არა პრეზიდენტს თავისუფლად მოგზაურობა, ზურაბიშვილი ამბობს, რომ "მუქარა მუდმივად არის".
"მე საკონსტიტუციო სასამართლოში შევეწინააღმდეგე ამ ბრალდებას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ის სხვა ინსიტიტუციების მსგავსად, ნაკლებად დამოუკიდებელია. დღეს ეს დახურული საქმეა. მუქარა მუდმივად არის. შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ კითხვაც არ უნდა იმას, რომ მე არ შევწყვეტ მოგზაურობას", - აცხადებს ის.