პრეზიდენტი აბრამიძეზე: ეს თუ გამოაფხიზლებს საზოგადოებას, ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ

საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას… სიძულვილში ჩაფლული, სიძულვილი, რომელიც მტერს აძლევს ყველა მანიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკაცებს. ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს… ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ!

წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტრანსგენდერი ქალის, მოდელ კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით.