პრეზიდენტად დასმულმა ყაველაშვილმა შსს-ს სანქცირებული მაღალჩინოსნები დააჯილდოვა

პრეზიდენტად დასმულმა ყაველაშვილმა შსს-ს სანქცირებული მაღალჩინოსნები დააჯილდოვა

პრეზიდენტად დასმულმა მიხეილ ყაველაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სანქცირებულს მაღალჩინოსნებს ღირსების ორდენები გადასცა.
დაჯილდოებას ესწრებოდნენ ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და ერთპარტიული არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

"კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის" ყაველაშვილმა დააჯილდოვა:

  • ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, პოლიციის გენერალ-მაიორ შალვა ბედოიძე;
  • ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, პოლიციის გენერალ-მაიორი იოსებ ჭელიძე;
  • ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბუთხუზი;
  • ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი ალექსანდრე დარახველიძე;
  • ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი ზვიად ხარაზიშვილი - ხარება.
  • ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი სულხან თამაზაშვილი;
  • ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი ვაჟა სირაძეს;
  • ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე;
  • ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი მილერი ლაგაზაური
  • ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი მირზა კეზევაძე.