პოლონეთში ტანკ Leopard -ის ტექნიკური მომსახურების ცენტრი შეიქმნება

პოლონეთში ტანკ Leopard -ის ტექნიკური მომსახურების ცენტრი შეიქმნება

გერმანიამ, პოლონეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც პოლონეთში გერმანული წარმოების ტანკ Leopard -ის ტექნიკური მომსახურების ცენტრი შეიქმნება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსი რეზნიკოვი ავრცელებს ინფორმაციას.

დღეს გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე მორიგი შეხვედრა გაიმართა.

მძიმე ტექნიკის, უპირველეს ყოვლისა, ტანკების მიწოდების გადაწყვეტილება დასავლეთის ქვეყნებმა მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღეს. უკრაინელი სამხედროები ტანკების მართვის კურსებს სხვადასხვა ქვეყანაში გადიან, ძირითადად პოლონეთში.