პოლონეთის პრემიერი, დონალდ ტუსკი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერმინისტრის ოფისი ადასტურებს.
ვიზიტის შესახებ დეტალები არ არის ცნობილი, თუმცა არსებული ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელ კოლეგას, დენის შმიჰალს შეხვდება.
11 დეკემბერს, დონალდ ტუსკი პოლონეთის სეიმმა პრემიერმინისტრად აირჩია. მას ხმა 248 დეპუტატმა ხმა მისცა, 201 წინააღმდეგი იყო.
პოლონეთის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ტუსკი 2007-2014 წლებშიც იყო. ის ასევე იკავებდა ევროპული საბჭოს თავმჯდომარის პოსტს.