პოლონეთის პრემიერი: ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში რუსული რაკეტა ჩამოვარდა

პოლონეთის პრემიერი: ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში რუსული რაკეტა ჩამოვარდა

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთის საზღვრიდან 15 კილომეტრში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს ღამით ლვივის ოლქში ათობით ბომბი და რაკეტა ჩამოვარდა, ერთი მათგანი ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში", - წერს ტუსკი.

ამასთან, დონალდ ტუსკი პოლონეთის ყოფილ პრემიერმინისტრს, მატეუშ მორავეცკის უნგრეთში გამართული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს.

"ამ დროს, მორავეცკი ბუდაპეშტში პუტინის მომხრე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებთან ერთად ერთობლივ ანტიევროპულ სტრატეგიას აყალიბებს. უგუნურება? ღალატი? ან ორივე?", - აღნიშნავს პოლონეთის პრემიერი.