პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც პარიზში, ირანის საკონსულოს წინ თავის აფეთქებით იმუქრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პოლიციამ დაახლოებით 11:00 საათზე შეამჩნია კაცი, რომელიც ირანის საკონსულოს შენობაში ასაფეთქებელი ჟილეტით შევიდა.
მოგვიანებით, პოლიციამ განაცხადა, რომ კაცს ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ჰქონია. ამ დროისთვის, მომხდარის მოტივი უცნობია.
ინციდენტის გამო, ახლოს მდებარე მეტროს ხაზმა მუშაობა დროებით შეაჩერა და პოლიციამ მოქალაქეებს სთხოვა, ტერიტორიასთან მიახლოებისთვის თავი აერიდებიათ.