
წარსულში ნასამართლევი, 1971 წელს დაბადებული ნ.ჯ. ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ჯ. ნარკოტიკულ საშუალებების რეალიზაციას ახდენდა. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენოფინი“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.