პოლიტიკური მართლმსაჯულება, კლანური მმართველობა, კორუფცია, უკანონო დავალებების შესრულება - ეს ქართული მართლმსაჯულების დღევანდელი რეალობაა, რაც სასამართლო კლანის ლიდერების დასანქცირების მიზეზი გახდა. შაბათის ფორმულაში, ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლის, ვალერიან ცერცვაძის მხილებას მოისმენთ, რომელიც სასამართლო სისტემაში უკანონო გარიგებების და ფულის გამოძალვის ნიშნებზე მიუთითებს. საქმე ეხება, ვალერიან ცერცვაძის ერთ-ერთ მოქალაქესთან არსებულ პირად უთანხმოებას, რომელიც სასამართლო კლანის ლიდერმა, მის წინააღმდეგ შურისძიებისთვის გამოიყენა. შაბათის ფორმულას ბიძინა წერეთელმა მას შემდეგ მოაკითხა, რაც სასამართლოს გზით სამართალი ვერ იპოვა და კლანთან დაპირდაპირებია გამო, სახლის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.