პოეტ ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

პოეტ ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

პოეტ ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მომდევნო სხდომა 14 აგვისტოს ჩაინიშნა.

აღკვეთის ღონისძიებიდ პატიმრობის შეფარდება დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ მოითხოვა, ამის მიზეზად - მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე დაასახელა.

დღევანდელ პროცესზე ზვიად რატიანმა თქვა:

"არსად არ დავიმალები, იმიტომ რომ ყოველ საღამოს ვიდგე რუსთაველზე, და ბოლომდე მივიყვანო ჩემი საქმე

რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, იმ საქმეში, რომელსაც მე ვემსახურები ლიტერატურაში, მეტაფორის გამეორებაც არ გვჩვევია, რა თქმა უნდა იმავეს გამეორებას არ ვაპირებ, ეს იმ ჰიპოთეზურ შემთხვევაში, აქედან რამდენიმე კვირით რომ მიშვებდნენო.

ახლა არ ვარ საუკეთესო მდგომარეობაში, უკეთესადაც ვყოფილვარ, მაგრამ გააზრებული მაქვს ყველაფერი".

პროკურატურამ ზვიად რატიანს ბრალი ოფიციალურად დღეს, 25 ივნისს წარუდგინა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით. მას პოლიციის უფროსისთვის სახეში ხელის დარტყმას ედავებიან.

ბრალდება გათვალისწინებულია სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს.