გვისმენენ თუ არა პარტნიორები? რა თქმა უნდა, გვისმენენ. ჩვენ ვამზადებთ პაკეტებს, გადავცემთ მათ. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ პერსონალურ სანქციებზე ჩვენ მოგვისმინონ და კომისიის მუშაობა, ამ მხრივ, ძალზედ ეფექტურია. რა თქმა უნდა, შეიძლება, მოხდნენ სხვებიც ამ სიებში.
მაგრამ სპეკულაციებს რომ არ მივმართოთ, ჩვენ მარტივი მუშაობის პრინციპი გვაქვს - როდესაც ნათლად არის დამტკიცებული ამ ადამიანის თანამონაწილეობა სხვადასხვა სქემაში, ის ოფიციალურად ხვდება სიაში, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების, პარტნიორული სახელმწიფოების მხრიდან, მაგრამ ყველა ადამიანი, ვინც ასე თუ ისე ომს უჭერს მხარს და ვისაც გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა, ან დაკავშირებული არიან საქართველოსთან, შეიძლება, მოხვდნენ სანქცირების სიაში, თუ ისინი მხარს უჭერენ რუსეთის ფედერაციას და ომს უკრაინის წინააღმდეგ.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ფორმულას გადაცემაში, ამბები უკრაინიდან [სინქრონული თარგმანი].