პეტრიაშვილი პოლიციაზე: ბევრის მოთმენა უწევთ ბიჭებს, ცდილობენ კომუნიკაციაში შევიდნენ, მოეფერონ

პირდაპირ მიდიან და წარმოუდგენელი სიტყვებით ახდენენ ამ ადამიანების ე.წ. ბულინგს, შეურაცხყოფას. ძალიან ბევრის მოთმენა უწევთ ამ ბიჭებს და პირიქით ცდილობენ, კომუნიკაციაში შევიდნენ ამ ადამიანებთან, მოეფერონ, მაგრამ ის ერთეული გადაცდომები რაც ხდება, ალბათ, ვეღარ შეძლეს ამ ადამიანებმა ამ ყველაფრის მოთმენა, რაც სამწუხარო ფაქტია და ყველა ადამიანი აგებს კანონის წინაშე პასუხს, მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ გაუფრთხილდნენ ჩვენს პოლიციელებს, ჩვენს ღირსეულ ადამიანებს. ეს არის წარმოუდგენელი, რაც ხდება. ვუსურვებ მშვიდობას ჩვენს ახალგაზრდებს და პოლიციელებს.

განაცხადა ქართული ოცნების წევრმა გენო პეტრიაშვილმა სახელისუფლებო პროპაგანდისტული იმედის ეთერში.