"სერიოზული ინსტიტუტების ინდივიდუალურ შემთხვევაზე მორგება ცუდი პრაქტიკაა", - ეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სიტყვებია. ლაზარე გრიგორიადისის ოჯახს სურს, დაკავებულის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა იმსჯელონ. გროვდება ხელმოწერები პეტიციაზე.
სწორია, ლაზარეს ბედი ხალხმა გადაწყვიტოს და არა კლანმა - ფიქრობენ ოპოზიციაში. პარლამენტში კი უკვე შეტანილია ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივა. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, გაიზრდება იმ დანაშაულთა წრე, რომელსაც ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი შეეხება. ოცნება ამბობს, რომ მიდგომებს კერძო შემთხვევას არ მოარგებს, მაგრამ გრიგორიადისის გარდა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მარტის აქციების სხვა ბრალდებულიც მოითხოვს.