სანქტ-პეტერბურგში დააკავეს კაცი, რომელმაც ღობეზე დაწერა - "პუტინმა მოკლა ნავალნი".
პეტერბურგის რაიონულმა სასამართლომ ადგილობრივ ევგენი სმირნოვს ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად სიძულვილით მოტივირებული ხულიგნობა ედება.
როგორც დაკავებულის დედამ OVD Info-ს განუცხადა, გაჩხრიკეს მისი სახლიც, საიდანაც საბანკო ბარათებია ამოღებული.
გამოძიების ვერსიით, სმირნოვმა წარწერა 16 თებერვალს შუადღისასა გააკეთა, დაახლოებით იმ დროს, როცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი.