რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ მიზნები, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაისახა, "ნაწილობრივ მიღწეულია". ტელეკომპანია ATV-სთან ინტერვიუს დრო პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ "დონბასის მაცხოვრებლების დასაცავად" ყველა ამოცანა გადაწყვეტილი არაა.
პესკოვმა უკრაინაში რუსული ჯარების მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატებების ნაკლებობა ასე ახსნა:
"თქვენ იტყვით, რატომ მოქმედებენ რუსები ასე ნელა? რადგანაც რუსეთი არ ომობს, ჩვენ არ ვომობთ. ომის წარმართვა - ეს სულ სხვა საქმეა, ეს ინფრასტრუქტურის ტოტალური განადგურება, ეს ქალაქები სრული განადგურებაა. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ".
ბახმუტში მიმდინარე ბრძოლებზე საუბრის დროს, პესკოვმა განაცხადა:
"იქ ნამდვილად ძალიან ემოციური ვითარებაა. იქ ძალიან მძიმე შეტევითი ოპერაციები მიმდინარეობს".