პენცენტრი კეკელიძეზე: ჩნდება კითხვები მისი მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლების გამო

პენცენტრი კეკელიძეზე: ჩნდება კითხვები მისი მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლების გამო

საქართველოს პენცენტრი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან გიორგი კეკელიძის გათავისუფლებას ეხმაურება და მას სოლიდაორბას უცხადებს.

პენცენტრის აზრით, "ჩნდება ლეგიტიმური კითხვები მისი თანამდებობიდან მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლების გამო".

"11 იანვარს პარალმენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორობიდან გაათავისუფლა მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელიც ამ თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა. გიორგი კეკელიძე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დაიბარა და უთხრა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა ამ თანამდებობას და ახლა "განახლების დროა".

გიორგი კეკელიძის დირექტორობის დროს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მრავალი საინტერესო და წარმატებული პროექტი განხორციელდა, ბიბლიოთეკა კულტურის ცოცხალ და მნიშვნელოვან კერად იქცა. საქართველოს პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს გიორგი კეკელიძეს და თვლის, რომ ჩნდება ლეგიტიმური კითხვები მისი თანამდებობიდან მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლების გამო", - წერია განცხადებაში.