პენტაგონის სპიკერის, პეტ რაიდერის განცხადებით, აშშ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას გააგრძელებს.
"შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას.
ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინის საჭიროებების დასადგენად და შემდეგ მათთან მუშაობას ამ პროცესის გასაადვილებლად", - აღნიშნა მან.
გუშინ სენატში $95,34 მილიარდის ოდენობის კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც მოიცავს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარებას. სენატორებმა მხარი დაუჭირეს პროცედურულ შუამდგომლობას - 67 მომხრე, 32 წინააღმდეგი. მხარდამჭერებს შორის 17 რესპუბლიკელი იყო.