პენტაგონი სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის მცდელობას ადასტურებს. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, პეტ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.
"შემიძლია დავადასტურო, რომ სირიაში ალ-ტანფზე (სამხედრო ბაზა) იყო დრონებით თავდასხმის მცდელობა. ორი დრონი ჩამოაგდეს, არც ერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა.
ჩვენი ძალების დაცვის უზრუნველსაყოფად ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა", - თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა.
მედიის ინფორმაციით, ხუთშაბათს, სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დრონებით თავს დაესხნენ. თავდასხმა მოხდა ალ-ტანფსა და ასევე სხვა ამერიკულ ბაზაზე - კონოკოში. ამასთან, ერაყში შეერთებულმა შტატებმა სამი დრონი ჩამოაგდო.