პენტაგონი ადასტურებს, რომ ღაზის სექტორში მძევლების მოსაძებნად დრონს იყენებს.
აშშ-მა პირველად ოფიციალურად დაადასტურა, რომ ღაზის სექტორში მძევლების მოსაძებნად შეუიარაღებელ დრონს იყენებს.
პენტაგონის წარმომადგენელმა, გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ "მძევლების გათავისუფლების ძალისხმევის მხარდასაჭერად" გამოიყენება.
"აშშ ახორციელებს შეუიარაღებელი საფრენი აპარატების ფრენებს ღაზას სექტორზე და, ასევე, აძლევს რჩევებსა და უწევს დახმარებას, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს ისრაელელ პარტნიორს მძევლების დაბრუნების მცდელობებში", - ნათქვამია განცხადებაში.
მისივე თქმით, ეს ფრენები 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შემდეგ დაიწყო. ჰამასმა ისრაელის ღაზის ტერიტორიაზე 200-ზე მეტი მძევალი გაიტაცა, მათ შორის ბავშვები და მოხუცები. ამასთან, არიან როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები.
მანამდე სხვადასხვა გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ღაზის სექტორის თავზე ამერიკული სადაზვერვო დრონები დაფრინავენ. სუაბარი იყო MQ-9 Reapers-ის ტიპის დრონებზე.