საქართველომ, რომელიც იყო რეალური ლიდერი ევროკავშირისა და NATO-ს გაფართოებისა, უკვე ერთი წელი დაკარგა. თუ ასე გააგრძელებენ, კიდევ ერთ წელს დაკარგავს საქართველო და თუ არჩევნებამდე გააგრძელეს ასეთი გზით სიარული, სამ წელს დაკარგავენ. დიპლომატიაში პრობლემა იცით რა გახლავთ? - ახლა ფანჯარა ღიაა, როგორც წესი ფანჯარა დახურულია ხოლმე და ვფიქრობ, რომ ფანჯარა დაიხურება. ზოგიერთი ამბობს, რომ მიმდინარე წლის, ზოგი ამბობს 2024-წლისთვის, აშშ-ში არჩევნებისთვის - ამას ვნახავთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ მთავრობა გააგრძელებს აღნიშნულ პოლიტიკას, თქვენ დაკარგავთ NATO-სა და ევროკავშირში შესვლის შანსს და შემდეგი ფანჯარა შეიძლება 15 წლის შემდეგ გაიხსნას. ჩემი კითხვაა - გაქვთ ამდენი დრო, რომ დარჩეთ ევროკავშირსა და NATO-ს გარეთ? რა მოუვა საქართველოს?
განაცხადა ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.