ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი აცხადებს, რომ ევროპული კომპანიები შეძლებენ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალის წარმოებას უკრაინის მოსამარაგებლად.
"საჭირო რაოდენობის ჭურვების წარმოება დროს მოითხოვს. ეს მოითხოვს ჩვენი მხრიდან წარმოების გაძლიერებას, მაგრამ უკრაინას ახლა სჭირდება ჭურვები. ვერ დაველოდებით ევროპულ კომპანიებს, ამიტომ ვცდილობთ, მოვძებნოთ ჭურვები ყველგან, სადაც შესაძლებელია, რომ მივაწოდოთ უკრაინას, შეძლებისდაგვარად უმოკლეს დროში.
პარალელურად, საკუთარ შესაძლებლობებსაც ვზრდით. ევროპული კომპანიები უახლოეს მომავალში შეძლებენ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალის წარმოებას ევროპული ქვეყნების მარაგის შესავსებად და ასევე, უკრაინის მოსამარაგებლად", - აღნიშნა მან.
მანამდე, ჩეხეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროპამ არ უნდა შეზღუდოს უკრაინის მხარდაჭერის შესაძლებლობა, რადგან ის რუსეთის აგრესიას ებრძვის.