პატიმრობა ბიულეტენების გაყალბებისთვის

პატიმრობა ბიულეტენების გაყალბებისთვის

მარნეულში, არჩევნების გაყალბებისთვის დაკავებულ 2 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ეს ერთადერთი ფაქტია, რაზეც ხელისუფლებამ რეაგირება მოახდინა, გამოსავალი არ დარჩა და თავისიანების დაპატიმრება მოუწია, 69-ე უბანი კი ერთადერთია, რომლის შედეგებიც გაუქმდა. დაკავებულებიდან ერთ-ერთი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, როვშან ისკანდიროვია, ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მომხდარიდან მალევე, ოცნებამ ბიულეტენების ჩაყრა ოპოზიციას დაუკავშირა და სპეკულაცია უწოდა. შემდგომ დადასტურდა, რომ მთავარი მოქმედი პირი ოცნების საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. დღეს ადვოკატი ამბობდა, კადრები, სადაც ჩანს, რომ ბრალდებული ბიულეტენებს ყუთში ერთიანად ყრის, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. სასამართლოზე სიტყვით ისკანდიროვმაც ისარგებლა.