ჩვენ კვლავ ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ კანონპროექტით და მისი პირველი მოსმენით მიღების, განსაკუთრებით იმით, როგორ ისახავს მიზნად და ახდენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაციას. მიგვაჩნია, რომ ისინი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია. ყურადღებით ვადევნებთ თვალს პროტესტს და ყველა მხარეს მოვუწოდებთ პატივი სცენ თავისუფლებასა და მშვიდობიან შეკრებას, გამოავლინონ თავშეკავება, შეიკავონ თავი ესკალაციასა და ძალადობისგან და პატივი სცენ კანონის უზენაესობას.
გვინახავს როგორ გამოყენებულა მსგავსი კანონი კრემლის მიერ და არა მხოლოდ კრემლის მიერ, არამედ სხვა რეპრესიული მთავრობების მიერ, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების მუდმივი სტიგმატიზებისა და სისტემური რეპრესიისთვის.
არ მიგვაჩნია, რომ მსგავსი კანონი გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზანს შეესაბამება.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.