როდესაც დედაქალაქში ხელისუფლება საპოლიციო რესურსს სრულად რუსების დასაცავად იყენებდა, გიგა ოთხოზორიას დედამ, მთელი დღე რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული შვილის საფლავზე გაატარა. რეისი - პუტინის საჩუქარი, თბილისში დაეშვა ოთხოზორიას მკვლელობის 7 წლის თავზე. იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, როდესაც ათიათასობით დევნილი გვყავს საკუთარ ქვეყანაში - მათთვის განსაკუთრებით დამამცირებელია, როდესაც პუტინის რეჟიმი საქართველოში ფესვებს მძლავრად იდგამს.