მიუნხენის კონფერენციამ ფორმულას შეკითხვას უპასუხა. ცნობები ზედმიწევნით შემოწმებულია. ანგარიში დამოუკიდებელმა გუნდმა მოამზადა. ლაპარაკია დოკუმენტზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილს პრორუსი ოლიგარქი უწოდეს. ქართული ოცნება ისევ შეთქმულების თეორიას ავითარებს და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის უკანაც ოპოზიციას ხედავს. არადამაჯერებელია საქართველოს ხელისუფლების პასუხი იმაზეც, თუ რატომ არ მიემგზავრება კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრი კობახიძე.