რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ვითარება დაიძაბა.
აქციის მონაწილეების თქმით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი მოქალაქე ჩიტაძის ქუჩიდან პარლამენტის ტერიტორიაზე მოხვდა, რის შემდეგაც, შეკრებილებმა გადმოინაცვლეს ჭიჭინაძის ქუჩაზე, ბარიკადები აღმართეს და სპეცრაზმელებს მოქალაქის გამოშვებისკენ მოუწოდებდნენ.
სპეცრაზმელებმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. საკანონმებლო ორგანოსთან მოულოდნელად კრიმინალური პოლიციაც გამოჩნდა და ჩიტაძის ქუჩა გადაკეტეს.
ადგილზე ისმის მოქალაქეების შეძახილები.
საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე ამბობს, რომ "აქციის მონაწილეების მხრიდან არაერთი ძალადობრივი ფაქტი მოხდა", რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
პოლიცია გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას ითხოვს და მოქალაქეებს მოუწოდებს, პარლამენტის წინ გადაინაცვლონ. სირაძე ამბობს, რომ ადგილზე გზის გადაკეტისთვის საჭირო ადამიანების რაოდენობა არ არის.