პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის მამა დააკავეს

პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის მამა დააკავეს

პარლამენტთან კარვის გაშლის დროს ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი დააკავეს.

ის უკვე რამდენიმე დღეა, პარლამენტის უკანა მხარეს კარვის გაშლას ცდილობს, თუმცა პოლიცია ამის საშუალებს არ აძლევს.

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ის დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.