რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტთან 23 აპრილს 19:00 საათზე კვლავ გაიმართება.
დღეს, 22 აპრილს სტუდენტებმა მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყეს.
აქცია გამართეს ქართული ოცნების ოფისთანაც.
ამასთან, სტუდენტები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ, რომ თსუ-ში ირაკლი კობახიძეს ლექციების წაკითხვის უფლება აღარ ჰქონდეს.
15 აპრილიდან თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.
17 აპრილს, ქართლმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
***
დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით".